ახალი ბანას მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელი აშენდება

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ახალი ბანას მიმდებარე ტერიტორიაზე, პროფესიული სასწავლებელი აშენდება.

მშენებლობაზე ტენდერი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა. სამუშაოების ღირებულება 11 მილიონი ლარია.

“ახალი ბანას მშენებარე ტაძრის ირგვლივ დაგეგმილი კულტურულ-საგანმანათლებლო კომპლექსის ფარგლებში, ხაშურის პროფესიული სასწავლებლის შენობა, სქემატური პროექტის მიხედვით, წარმოადგენს რამდენიმე მოცულობისაგან შემდგარ არქიტექტურულ კომპოზიციას.

პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ნაგებობები ერთმანეთთან შიდა და გარე საკვანძო შემავალი ელემენტებითაა დაკავშირებული, ძირითად ცენტრალურ ღერძს კი სამსართულიანი ნაგებობა წარმოადგენს. პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა ხაშურის მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შესძენს. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდს”,- ნათქვამია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები