სოფელ დიდ ჭყონაში სასწრაფო–სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა მალე დასრულდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების შენობის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად, დაათვალიერა.

ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრის სამუშაოები, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომლის ჯამური ღირებულება 148 461 ლარს შეადგენს.

მიმდინარე მშენებლობაზე, სულ 8 ადგილობრივია დასაქმებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები