აჭარის ტელევიზიის შესასვლელთან ყვავილების გვირგვინი მიიტანეს

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, აჭარის ტელევიზიის შესასვლელთან, ყვავილების გვირგვინი მიიტანეს.

მათი თქმით, ამ ჟესტით  აჭარის ტელევიზიის თავისუფალი სიტყვის დასამარება გააპროტესტეს.

ცნობისთვის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდა.

გიორგი კოხრეიძე საქართველოს პირველი არხის ბორდის წევრი იყო, აჭარის კვოტით. ის პარლამენტის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები