აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდა.

გიორგი კოხრეიძე საქართველოს პირველი არხის ბორდის წევრი იყო, აჭარის კვოტით. ის პარლამენტის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

მრჩეველთა საბჭოს წევრებს არჩევანის გაკეთება 9 კანდიდატს შორის მოუხდა. კონკურსში მონაწილეობდნენ დავით ჩხარტიშვილი, შოთა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, მაია მერკვილაძე, ლაშა ზარგინავა, გიორგი კოხრეიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ნათია ზოიძე და შოთა გუჯაბიძე.

მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად კონკურსი მეხუთედ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები