გია ვოლსკი: ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ კი არა, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ დგამს ნაბიჯებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, მუქარის სახით სიტყვა – ჯოჯოხეთი ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი არა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ დგამენ ნაბიჯებს.

„სიტყვა ჯოჯოხეთი ახალი არ არის, რომელსაც ოპოზიცია იყენებს, ეს მათი მხრიდან არაერთხელ გაგვიგია, როგორც მუქარა. არ შეიძლება, სახელმწიფო სტრუქტურები გაჩერდნენ, მით უმეტეს, თუ ამისთვის ის მეთოდი გამოიყენება, რასაც “კმარას” მეთოდები ჰქვია. მათი წარმომადგენლები ხელისუფლების წინააღმდეგ კი არა, არამედ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ დგამენ ნაბიჯებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები