თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ლელა აქიაშვილი 203-ე სკოლის სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს შეხვდა

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი 203-ე სკოლის სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს შეხვდა.

ამის შესახებ “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაცია ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ თანასწორობის კვირეულში სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად მონაწილეობს, რომელიც კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში ხორციელდება.

„თანასწორობა არამხოლოდ იდეალისტური, არამედ პრაქტიკული ღირებულებაა. ის ეხება თითოეულ ჩვენგანს ყოველდღე და ყველა გარემოში. შესაბამისად, თანასწორობის დაცვა და ამ უფლების გარანტია საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანისათვის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტია.“ – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საინფორმაციო ღონისძიებები, რომელიც ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ და გაიღრმავონ ინფორმაცია თანასწორობის მნიშვნელობასა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ და გაეცნონ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები