გურამ ფალავანდიშვილი: შევიტყვეთ, რომ სკოლებში ტარდება ლგბტ კვირეული, ვაპირებთ, მივიდეთ სკოლებთან, სამინისტროსთან და პიკეტირება მოვახდინოთ

“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სკოლებში „ლგბტ კვირეული“ იმართება. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„შევიტყვეთ, რომ 15-ში დაიწყო ლგბტ კვირეული საქართველოში. ამ კვირეულს ჰქვია „მე ვირჩევ თანასწორობას“. ეს ეხება განათლების სისტემას, არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ სკოლებშიცაა მათი აქტივობა. ჩვენ ვაპირებთ აქტივობას, დღეს მივალთ ევროპულ სკოლაში და პიკეტს გავაკეთებთ. პლაკატებს ავწევთ, მოვითხოვთ რომ ეს გაუქმდეს. თურმე ასწავლიან, რომ ჰომოფობია ის, ვინც ჰომოსექსუალს ებრძვის და უნდა დაიჭირონ ის ხალხი, ვინც ამას უარყოფს. ხვალ ასევე ვაპირებთ 12:00-ზე ევროსაბჭოში, „პიქსელის შენობასთან“ გაპროტესტებას. ამ კვირეულს ატარებენ ცნობილი ზონდერები და სხვა ცნობილი ლგბტ-აქტივისტები. შეჰყავთ ბავშვებთან და ტვინს უშხამავენ. ხვალ 14:00 საათზე მივალთ განათლების სამინისტროსთან, სადაც იქნება მთავარი პიკეტი. ჩვენი მოთხოვნაა, დადგეს არა მარტო ჩხენკელის, არამედ პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს მათი უდიდესი დანაშაულია“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები