დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე: საზოგადოებას უხამსად, ქუჩური ენით ესაუბრებიან, მათგან სიკეთეს არ ველი

ოპოზიციის უდიდესი ნაწილისგან კარგს არაფერს ველი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხუდაძე ოპოზიციის აქციებს გამოეხმაურა.
„ოპოზიციის უდიდესი ნაწილისგან კარგს არაფერს ველი. წინა ხაზზე პრაქტიკულად, არის სწორედ ის დესტრუქციული ძალა. ნახეთ იმ ღამის მოვლენები, როცა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება გაკეთდა. ყველა სატელევიზიო არხზე, ყველა სიუჟეტში წინა ხაზზე იყვნენ სწორედ ის ცუდად ცნობადი სახეები, რომელთა გამოც იქ ხალხი არ მივიდა. ნახეთ, რომ 30 პარტიამ შეაგროვა ხალხის ის რაოდენობა, რაც შეაგროვა. თუმცა მე მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, გარდა იმ ლიდერებისა, რომლებიც ყოველთვის დესტრუქციაში არიან მხილებულნი , პატივს ვცემ. ჩვენ უნდა მივეჩიოთ საწინააღმდეგო აზრის პატივისცემასაც. უნდა მივეჩვიოთ, ვიყოთ კოსტრუქციულნი, და არა იყოს ის ბილწსიტყვაობა , რასაც ვისმენდით ამ დესტრუქციული ძალის ლიდერების მხრიდან. საზოგადოებას აბსოლუტურად უხამსი სიტყვებით ესაუბრებიან, ესაუბრებიან ქუჩური, შეურაცხმყოფელი ენით. რა თქმა უნდა, მათგან მე სიკეთეს არ ველი და სწორედ იმიტომ, რომ სიკეთეს არ ველი, დავამუხრუჭეთ ის კანონპროექტი. დავინახე რისკი – 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როცა საჭირო გახდებოდა კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება, ამ დესტრუქციულ ძალასთან კოალიციის ჩამოყალიბება იქნებოდა რისკ-ფაქტორი, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება იქნებოდა რყევადი, თავის მთავრობასთან ერთად. საჭირო გახდებოდა ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ხუნდაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები