ვახტანგ ხარჩილავა: მცდელობაა დააშანტაჟონ ხელისუფლება მოსალოდნელი დესტაბილიზაციით, აიძულონ წავიდეს ისეთ დათმობაზე, რაც მათი უპირობო გამარჯვების გარანტი იქნება

“აქციაზე მთავარ თემად წინ წამოწეული არჩევნების საკითხი მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში აქციის ორგანიზატორებს ქაოსის, სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის, უმართავი სიტუაციის, დესტაბილიზაციის პროვოცირება სურთ”,- ამის შესახებ “საერთო გაზეთის” მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტ ვახტანგ ხარჩილავას სტატიაშია საუბარი, სადაც იგი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე აქციებს ეხმიანება.
ჟურნალისტი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდებს, არ უნდა დაუშვას 14 ნოემბრის გადაწყვეტილების რევიზია, რაც უმძიმესი შეცდომა იქნება და შეიძლება ბუმერანგივით მოუტრიალდეს უკან.
“არჩევნები კი არა, ამათ ქვეყნის არევა, ქაოსი და დესტაბილიზაცია უნდათ, რადგან ფიქრობენ რომ არეული სიტუაციით ისარგებლებენ და ისევ ხელისუფლებაში მობრუნდებიან. როგორც ისინი მოქმედებენ, ამას საერთო არ აქვს დემოკრატიასთან, ეს არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცების მცდელობა. აქციაზე მთავარ თემად წინ წამოწეული არჩევნების საკითხი არის მხოლოდ საბაბი, სინამდვილეში აქციის ორგანიზატორებს ქაოსის, სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის, უმართავი სიტუაციის, დესტაბილიზაციის პროვოცირება სურთ”,- წერს ვახტანგ ხარჩილავა.
მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ლეგიტიმაციას და კანონის ფარგლებში მოქცევას მოუწოდებენ.
“ამ ძალებისაგან ეს არახალია, თუმცა მაინც არის ერთი სიახლე, რომლის ანალოგი მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძნელად თუ მოიძებნება. აქციის ორგანიზატორები ითხოვენ რა კანონის სრული დაცვით პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ლეგიტიმაციას და კანონის ფარგლებში მოქცევას მოუწოდებენ. რითაც ცდილობენ ხელისუფლება თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი გეგმის თანამონაწილე და პარტნიორი გახადონ. ქართული ოცნების ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას 14 ნოემბრის გადაწყვეტილების რევიზია, რაც უმძიმესი შეცდომა იქნება და რაც ბუმერანგივით შეიძლება მოუტრიალდეს უკან”,- წერს ვახტანგ ხარჩილავა
მისი თქმით, მცდელობაა შექმნან ფეთქებადსაშიში, უკიდურესად დაძაბული სიტუაცია და დააშანტაჟონ ხელისუფლება მოსალოდნელი დესტაბილიზაციით, აიძულონ წავიდეს ისეთ დათმობაზე, რაც მათი უპირობო გამარჯვების გარანტი იქნება.
“პროპორციული არჩევნები გვინდა! პროპორციული სისტემით თუ არ ჩატარდება არჩევნები, ქვეყანას ავაყირავებთო იქადნებიან მომიტინგეები, თუმცა რაღა მომიტინგეები, “ნაცები” და “ევრონაცები” იმუქრებიან მომიტინგეების პირით”,- წერს ვახტანგ ხარჩილავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები