რატი იონათამიშვილი: ჩვენს გუნდში რჩებიან, როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის და სხვა ენების მცოდნეები

ჩვენს გუნდში რჩებიან როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის, გერმანულის და სხვა ევროპული და არაევროპული ენების მცოდნეები, — ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განათლების კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატებზე საუბრისას “რუსთავი 2”-თან განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კანდიდატი თავისი პროფესიონალიზმით იყოს შერჩეული.

“მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს გუნდში რჩებიან როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის, გერმანულის და სხვა ევროპული და არაევროპული ენების მცოდნეები. ამის პრობლემა საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის და არ იქნება. ამის გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული კანდიდატი იყოს შერჩეული თავისი პროფესიონალიზმით”, – თქვა იონათამიშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ “ქართული ოცნება” და საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის მარიამ ჯაშმაც, რომელიც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები