კარლ ჰარცელი​: კონსტიტუციის ფარგლებში მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას მხარს სრულად ვუჭერთ

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პროპორციული სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნასა და ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ კონსტიტუციის ფარგლებში მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას მხარს სრულად უჭერს.

მისივე თქმით, დაძაბულობის შესამცირებლად გარკვეული ნდობისა და დიალოგის დამყარება მნიშვნელოვანია.

“რაც შეეხება ქუჩაში მშვიდობიან გამოხატვას და დემონსტრაციებს, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ამ უფლებას, თუმცა საჭიროა ასევე აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში. თუმცა, ვფიქრობ, დაძაბულობის შესამცირებლად ძალიან მნიშვნელოვანია, დამყარდეს გარკვეული ნდობა და დიალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლარიზაცია მხოლოდ გაგრძელდება“, – განმარტა ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები