კარლ ჰარცელი: სამწუხაროდ კენჭისყრის შედეგმა საქართველოში პოლარიზაციას ხელი შეუწყო

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პროპორციული სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნასა და ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ კენჭისყრის შედეგებმა საქართველოში პოლარიზაციას ხელი შეუწყო.

“როგორც ვიცით, გასული კვირის კენჭისყრამ ჩვენი ყურადღება მიიქცია. ჩვენ ეს სამწუხაროდ მიგვაჩნია არა იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს ფიქსირებული პოზიცია საარჩევნო სისტემის არჩევასთან დაკავშირებით, რაც არის საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი საკითხი, არამედ არსებული მოლოდინებისა და ზოგადი პოლიტიკური კონტექსტის გამო. ასე რომ, ჩემთვის სამწუხარო იყო, როდესაც ვიხილე გასული კვირის კენჭისყრის შედეგი, რომელიც იყო არა მხოლოდ პროპორციული სისტემის წინააღმდეგ, არამედ ამან სინამდვილეში ხელი შეუწყო პოლარიზაციას საქართველოში. ამ მიზეზით ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ჩართულები ვართ. კვლავ ვუჭერთ მხარს ნდობის აღდგენის მცდელობის საჭიროებას სანდო დიალოგის დაწყების გზით ვითარების გაუმჯობესებისთვის“, – განმარტა ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები