ვახტანგ ბერიძემ დიდაჭარისა და საციხურის მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან ანგარიშის წარდგენა გრძელდება. დღეს, ვახტანგ ბერიძემ დიდაჭარისა და საციხურის მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მერმა ანგარიშის პრეზენტაციისას მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. საქმიანობის ანგარიში ოთხ ძირითად მიმართულებას – ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, სპორტულ და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს.

მერის საქმიანობის პრეზენტაციას მოადგილე ასლან შაინიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები