პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული

დღეს თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული, რომლებიც პარლამენტის ეზოში ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს.
საკანონმდებლო ორგანოს წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ.
ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები