აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან, ოპოზიციური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უბრალო მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ.

როგორც ისინი ამბობენ, უკან დახევას არ აპირებენ და მთავრობის წარმომადგენლებს ტყუილს არ შეარჩენენ.

“შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გავერთიანდით სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებები, ასევე მხარს გვიჭერენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მიზანია ქართველი ახალგაზრდების სისხლის ფასად მოპოვებული პროპორციული საარჩევნო სისტემის დაცვა”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქვე დაანონსდა ისიც, რომ კვირას 3 საათზე, თბილისის პარალელურად, მასშტაბური აქცია ბათუმშიც გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის დროს ოთხი პირი დააკავეს. ისინი სასამართლომ ხელმოწერის საფუძველზე გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები