ფარავნის ტბასთან 50 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირზე 50 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის თევზაობის დროს გარდაიცვალა. სიკვდილის სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალქალაქელია.

შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები