ზუგდიდში დეპუტატ მერაბ ქვარაიას ბიუროსთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა

ზუგდიდში, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან, საპროტესტო აქცია გაიმართება.

შეკრება სამოქალაქო აქტივისტებმა დაგეგმეს, რომლებიც “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

აქციას ზუგდიდში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერებიც შეუერთდებიან.

მერაბ ქვარაია 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, თუმცა მან დღეს კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები