რა ვითარებაა მეტეხის ხიდთან, სადაც 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავენ(ფოტოკოლაჟი)

მეტეხის ხიდთან ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ხალხი იკრიბება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასი ათასი მოწამის სახელობის დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.
საეკლესიო კალენდრით, ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, საუკუნეების წინ, სწორედ ამ დღეს, ასი ათასი ქართველი წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას შეეწირა. ტრადიციულად, ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან მრევლი მეტეხის ხიდზე იკრიბება და ერთობლივი ლოცვით მათ პატივს მიაგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები