აქცია მაღალმთიან აჭარაში – ფერმერები თამბაქოზე აქციზის დაწესებას აპროტესტებენ

ქედას, ხულოსა და შუახევში მცხოვრები მოსახლეობა იმ კანონპროექტს აპროტესტებს, რომელიც პარლამენტმა 21 ნოემბერს უნდა დაამტკიცოს. კანონი თამბაქოზე აქციზისა და შეფუთვის დაწესებას ითვალისწინებს. ფერმერები, რომლებიც თამბაქოს მოყვანით წლებია დაკავებულები არიან, ფიქრობენ, რომ მსგავსი კანონი მათ ხარჯებს გაუზრდის და დამატებით პრობლემებს შეუქმნის.
ქედელი ნოდარ ილიაძე ამბობს, რომ თამბაქო უკვე 40 წელია მოჰყავთ და ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ახლა საპროტესტო აქციაზე იმყოფება და მისი თქმით, აპროტესტებს იმ კანონპროექტზ, რომელიც მისი ოჯახისთვის ზარალის მომტანია.
,,300-400 კგ თამბაქო მომყავს, ადგილობრივი ნედლეული აქამდე არ იბეგრებოდა, ახლა კი 1 კგ ნედლეული 60 ლარით იბეგრება, რამდენად უნდა ჩავაბაროთ რომ გლეხმა სარგებელი ნახოს. ყველას ბანკი გვაქვს, ერთადერთი შემოსავლოს წყარო კი ნედლეულის მოყვანაა”, – ამბობს ილიაძე.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები. მონაწილეებთან ერთად უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები