სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ „სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუნდს გამარჯვება მიულოცა და წარმატებული სეზონი უსურვა.

მატჩს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები