გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ავტომობილი ქვეით ბავშვს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ თანატოლებთან ერთად ბურთით თამაშობდა და ავტომობილების სავალ ნაწილზე ბურთს გაეკიდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული ბიჭი კლინიკაშია გადაყვანილი. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.