ფოთის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერიის თანამშრომლებს ბრალს დღეს წარუდგენენ

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ, ფოთის მერიის მაღალჩინოსან პირებს, ბრალს ოფიციალურად, დღეს წარუდგენენ.
მაღალჩინოსნების უფლებადამცველის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ადვოკატი ნუგზარ ტყებუჩავა ამბობს, რომ ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
ირაკლი კაკულია და მასთან ერთად ორი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელე, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა, წინასწარი დაკავების იზოლატორში ზუგდიდის სამმართველოში 8 ნოემბერს, საღამოს გადაიყვანეს. მანამდე ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოში იმყოფებოდნენ.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები