გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში, წმინდაწყლის დასახლებაში. “კრაისლერის” მარკის ავტომობილი “ჰონდას” მარკის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ჰონდას მარკის მძღოლმა და არასრულწლოვანმა მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.

დაშავებულები კლინიკა „გორმედსა“ და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები