კარლ ჰარცელი: გავაგრძელებთ ზეწოლას, ვიდრე გადასასვლელი პუნქტები არ გაიხსნება

პირადად გავაკეთე გადასასვლელი პუნქტების გახსნისკენ მოწოდება, ასევე საერთაშორისი საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, – ასე გამოეხმაურა  საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვას.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი აღნიშნულ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევს და გააგრძელებს ზეწოლას, ვიდრე გადასასვლელი პუნქტები არ გაიხსნება.

“როგორც იცით, ბოლო კვირების განმავლობაში ამ საკითხზე საკმაოდ ბევრი განცხადება გავაკეთე, რადგან სამწუხაროდ ეს არ არის ცალკეული შემთხვევა. ჩვენ ვხედავთ გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის უარყოფით შედეგებს. პირადად გავაკეთე გადასასვლელი პუნქტების გახსნისკენ მოწოდება, ასევე საერთაშორისი საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ადგილზე იმყოფება, ჟენევის თანათავმჯდომარეებმა. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ზეწოლას, ვიდრე გადასასვლელი პუნქტების გახსნას არ ვიხილავთ, რადგან ეს ერთადერთი გონივრული გზაა წინსვლისთვის და მათ, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილებები, მოუწევთ პასუხისგება”, -განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები