სომხეთის პრემიერის ადმინისტრაცია ფაშინიანისთვის ახალი თვითმფრინავის ყიდვას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაცია მინისტრთა კაბინეტის მომსახურებისთვის, ახალი თვითმფრინავის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ პრემიერის აპარატის უფროსმა ედუარდ აგაჯანიანმა საპარლამენტო კომისიის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავს, რომელიც პრემიერის ემსახურება, არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა ოკეანეს გადაუფრინოს.

„საკითხი პრემიერის მრჩეველთან აკოპ ჩახარიანთან განვიხილეთ, რომელიც პილოტია. მისი თქმით, მილიონობით დოლარი დაგვიჯდებაო. პრობლემა იმაშიც გვაქვს, რომ ჩვენს პილოტებს ტრანსატლანტიკური რეისების განსახორციელებლად ლიცენზიები არ გააჩნიათ. მაგრამ, ახალი თვითმფრინავის შესყიდვის შესაძლებლობას განვიხილავთ“, – განაცხადა აგაჯიანმა.

სომხური მედია აღნიშნავს, რომ 2020 წელს პრემიერ-მინისტრის აპარატის დაფინანსება 4 მლრდ. დრამით იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები