“გირაოს ვერ გადავიხდი, დავჯდები აბა რა ვქნა” – შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 83 წლის იაშა არნანიას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.
პროკურორ მაია ჯაბუას განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე აუცილებელია პატიმრობის გამოყენება.
“წამალი რომ ვიყიდო იმის ფული არ მაქვს და გირაოს ვერ გადავიხდი, დავჯდები აბა რა ვქნა”, –  განაცხადა იაშა არნანიამ სასამართლო სხდომაზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით 19 ოქტომბერს დაჭრა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 22 ნოემბერს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები