გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

0

გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული. საქალაქო სამსახურის შენობა-ნაგებობების გამაგრება-გაძლიერების განყოფილების უფროსის, დავით დოღონაძის განცხადებით, სახლი მდგრადია და ამ დროისთვის ნგრევის საფრთხე არ არსებობს.
“ოპერატიულად გამოცხადდა ყველა სამსახური. ასევე მუნიციპალური ლაბორატორია არის ჩართული და აფასებს ტექნიკურ მდგომარეობას. ჩართულია სამხარაულის ეროვნული ბიუროც. პირველადი მონაცემებით, სახლი მდგრადია, მაგრამ იმ დაზიანებულ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც ვერ მოხერხდა შესვლა, მუშაობს ჩვენი კონტრაქტორი თავის საპროექტო ორგანიზაციასთან ერთად. პირველ რიგში მოხდება მისი გაწმენდა, რომ რეალური სურათი დაინახოს როგორც მუნიციპალურმა ლაბორატორიამ, ასევე სამხარაულმა და კონსტრუქტორმა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რა ღონისძიებებია საჭირო. სავარაუდოდ, ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში დაიდება სრული სურათი და გვეცოდინება რა ღონისძიებებია განსახორციელებელი. ამ დროისთვის ნგრევის საფრთხე არ არსებობს. ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გვერდით კორპუსსაც აქვს დაზიანებები, მინებია ჩამსხვრეული. გუშინ დაიწყეს აზომვები და უმოკლეს ვადაში მოგვარდება ფანჯრის პრობლემები. პირველადი დათვალიერების შედეგის მიხედვით, გვერდით კორპუსს გამაგრებითი სამუშაოები არ სჭირდება,”- განმარტა ღოღონაძემ.

კომენტარები

კომენტარი