დვაბზუს ხიდზე მოძრაობა დღეიდან აღდგება

ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ დვაბზუ-გაღმა დვაბზუს დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მშენებელი კომპანიის “გზამშენი 18-ის” წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

ხიდის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა და სამანქანო მოძრაობა, აღნიშნულ მონაკვეთზე, დღეიდან აღდგება.

დვაბზუს ხიდის მშენებლობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის მანძილზე, მოძრაობა დროებით აშენებულ ხიდზე იყო შესაძლებელი.

სექტემბრის ბოლოს, გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარემ დროებითი ხიდი წაიღო და მოსახლეობას შემოვლითი გზით უწევდა სიარული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები