ხულოს მერია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით უკვე სამიათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

“პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას და მიზნად ისახავს მოქალაქეთა საჭიროებების დროულ და ეფექტიან დაკმაყოფილებას.

აღნიშნული პროგრამები მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით არის შემუშავებული და სრულად მორგებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, რაც უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და სამედიცინო მხარდაჭერის ხელმისაწვდომობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები