კახა კალაძე – აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები, დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს ამ ინფორმაციით

საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით – ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, ჩვენ გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში,  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სატელეფონო კომუნიკაციაზე საუბრისას განაცხადა.

აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში მან აღნიშნა, რომ აპრილში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, რაც, იმედია, სასიხარულო იქნება ქართული საზოგადოებისთვის.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლით. დაველოდოთ, სანამ კონკრეტიკა არ იქნება. იცით, რომ აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე იქნება საინტერესო სიახლეები. დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ეს შეეხება ზოგადად ურთიერთობებს და სამომავლო პარტნიორობას და ზოგადად ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენ შორის. მეტი დეტალისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ყველაფერი ცხადი და ნათელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები