ქობულეთში, უნებართვოდ განთავსებული ობიექტების დემონტაჟი მიმდინარეობს

ქობულეთში, უნებართვოდ განთავსებული ობიექტების დემონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

“ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნებართვოდ განთავსებულ სავაჭრო და სხვა კომერციულ ობიექტებს მფლობელებს მიეცათ გაფრთხილება, გონივრულ ვადაში გაეთავისუფლებინათ უნებართვოდ დაკავებული ტერიტორიები.

გაფრთხილების საფუძველზე, ობიექტების მფლობელების ძირითადმა ნაწილმა თავად გაათავისუფლა ტერიტორიები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟი აქტიურად გაგრძელდება. აღნიშნული ქალაქის იერსახის გაუმჯობესებასა და მოწესრიგებული სივრცეების შექმნას შეუწყობს ხელს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები