ლევან ჟორჟოლიანი: არ არის ნორმალური, როცა საკრებულოს სხდომა ხელოვნური აჟიოტაჟის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ საზოგადოებას დღეს განსახილველ საკითხებზე მივაწოდოთ ინფორმაცია, მათ წივილ-კივილს ვასმენინებთ.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წივილ-კივილს ხედავს საზოგადოება და არა იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ადამიანების ცხოვრებასა და სოციალურ მდგომარეობას აუმჯობესებს. დღეს, ჩვენ ”სვეტის“ მიერ დაზარალებულთათვის გადასაცემ დაუმთავრებელ ობიექტებს სტატუსს ვანიჭებთ. მეგობრებო, 1378 ოჯახზეა საუბარი. ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიციას ეს საკითხი არ გაახსენდებოდა და არც ამ პროექტზე საუბრის სურვილი ექნებოდა. დღეს, ჩვენ 1 ლარად ათეულობით ოჯახს ვუკანონებთ ქონებას და სხვადასხვა სოციალური საკითხის გადაჭრის გზას განვიხილავთ. არ არის ნორმალური, როცა საკრებულოს სხდომა ხელოვნური აჟიოტაჟის ფონზე მიმდინარეობს. აბსოლუტურ აბსურდში ვართ ,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები