კუხიანიძე ხაბეიშვილს – „შენი მჯერა, როცა ფეკალიებზე ლაპარაკობ, რადგან ფეკალიების სპეციალისტი ხარ“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ერეკლე კუხიანიძემ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა და მათ კრიტიკას უსამართლო უწოდა. კუხიანიძე თბილისის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წყალი დაბინძურებული არ არის.

„თბილისის ზღვაში ფეკალიების ჩაღვრაზე იყო საუბარი და ოპოზიციამ ამაზე ბევრი ილაპარაკა. დედაქალაქის მერიამ განაცხადა, რომ წყალი დაბინძურებული არ იყო, რასაც ოპოზიციის მხრიდან ახალი აჟიოტაჟი მოჰყვა. ეს არის დემაგოგია,“ – განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

ერეკლე კუხიანიძემ ლევან ხაბეიშვილს მიმართა და მას ფეკალიების საკითხის სპეციალისტი უწოდა.
„შენი მჯერა, როცა ფეკალიებზე ლაპარაკობ, რადგან ფეკალიების სპეციალისტი ხარ. ამიტომ შენი განცხადება მივიღეთ როგორც ფაქტი. დანარჩენი მივანდეთ პროფესიონალებს, მივანდეთ იმ სამსახურებს, რომლებიც ტექნიკურად აანალიზებენ საფრთხეებს. მათ განაცხადეს, რომ საშიშროება არ არსებობს და წყალი დაბინძურებული არ არის,“- დასძინა საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები