ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში, რომელიც დემოკრატიის ხარისხს და ადამიანის უფლებების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამართული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შედგა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, კერძოდ, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები