მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, ახალგაზრდებს ხიდად გავედო და გადაიარონ ჩემზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჩხუბისა და არეულობის დრო აღარაა.

“ფანტასტიკური ახალგაზრდები მოდიან, მე ვიცი, რომ ფანტასტიკურები არიან და მე მზად ვარ, რომ მათ ხიდად გავედო და გადაიარონ ჩემზე. მე მზადა ვარ, მათ მივცე ყველა შესაძლებლობა გავიდნენ წინ და ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. ახლა აღარ არის ჩხუბის და არეულობის დრო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში.

სააკაშვილის თქმით, ძალა ახალგაზრდობაში და ერთობაშია.

მანვე საზოგადოებას ახალგაზრდების მიერ ნაჩუქარი ყელსაბამი წარმოუდგინა და აღნიშნა, რომ ემოციები მასაც გააჩნია.

“ახლა მთავარია” გვესმოდეს, რომ ძალა ერთობაშია”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები