კახა კალაძე: თბილისის მერიამ წელს, პარასპორტსმენებისთვის სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა

2019 წელი თბილისის მერიამ პარასპორტსმენებისთვის სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა,- ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

“პარასპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობა მისი დაარსებიდან დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ამ ცენტრის გახსნამ ხელი შეუწყო პარასპორტსმენთა წარმატებებს, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენ ასეთი არაერთი მაგალითი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა. ჩვენ გამოვყავით დაახლოებით, 410 ათასი ლარი, რათა პარასპორტსმენებს ჩვენგან ხელშეწყობა ჰქონოდათ და შევისყიდეთ სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი, რითაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში გადაადგილებას შეძლებენ“, – განმარტა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, აღნიშნულ ცენტრს ჯამში, შვიდი ადაპტირებული მიკროავტობუსი ემსახურება. მისივე განმარტებით, პარასპორტსმენებისთვის თანადგომა მნიშვნელოვანია, რადგან მათ თავიანთი შრომით ქვეყნისთვის წარმატებები მოაქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები