საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

როგორც საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, შეხვედრის გადადება თურქულმა მხარემ მოითხოვა. როდის გაიმართება სამმხრივი შეხვედრა ამ ეტაპისათვის უცნობია.
აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების წინა შეხვედრა სტამბოლში გასული წლის 29 ოქტომბერს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები