კახა კალაძე: A კატეგორიის მძღოლები მერიისგან ქიმიური წმენდის ვაუჩერებს უსასყიდლოდ მიიღებენ

A კატეგორიის ტაქსის მძღოლები მერიისგან ქიმიური წმენდის ვაუჩერებს უსასყიდლოდ მიღებენ, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე, ქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა.

“დღეისათვის 9 000-მდე ა-კატეგორიის ტაქსის მძღოლი მოძრაობს ქალაქში. ეს მონაცემები ყოველდღიურად იცვლება, რის შესახებაც ინფორმაციას მოგაწვდით. ტაქსების რეფორმა და მისი ეტაპები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეტაპები უკავშირდება უსაფრთხოებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ტაქსის ბაზარზე სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას.

პირველი ნოემბრიდან ა-კატეგორიის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა მერიისგან ქიმიური წმენდის ვაუჩერები მიიღონ უსასყიდლოდ. ვინც ამ ვაუჩერით ისარგებლებს, დამატებით ავტომობილის მოსავლელი საშუალებების შესაძენად სარეკლამო კომპანია “ვიანორის” 20%-იან ფასდაკლების ბარათებს მიიღებს. იმ სერვის-ცენტრების მისამართს, სადაც ტაქსის მძღოლებს მომსახურებას გაუწევენ, მძღოლები სმს-ის მეშვეობით მიიღებენ,”- განმარტა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მგზავრების კომფორტის გაზრდის მიზნით, ტაქსების შიდა მოწესრიგებულობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები