“2011 წლის შემდეგ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი პირველად გაიზარდა და ახლა მოლოდინია, რომ შემდგომში საინვესტიციო ფაზაში გადასვლისთვის უფრო ნაკლები დრო დაგვჭირდება”

„მოგეხსენებათ Moody’s-მა და Fitch-მაც გაგვიუმჯობესა რეიტინგი, თუმცა Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი “BB-“-დან “BB”-მდე იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკა იმ შოკებს, რაც 2014 წლიდან გვაქვს კარგად იტანს. რადგან ჩვენი ეკონომიკა დივერსიფიცირებულია,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ლაშა ქავთარაძემ. მისი თქმით, სარეიტინგო კომპანიები რასაც მნიშვნელოვნად აკვირდებიან არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება. „წელს ისტორიულად ყველაზე დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია მოსალოდნელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ექსპერტმა.
ლაშა ქავთარაძის თქმით, შემდეგი ნაბიჯი ამ რეიტინგებში იქნება ის, რომ ქვეყანა საინვესტიციო ფაზაში შევიდეს. „ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებისთვის საქართველო მიმზიდველი იყოს უსაფრთხოების თვალსაზრისით. 2011 წლის შემდეგ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი პირველად გაიზარდა და ახლა მოლოდინია, რომ შემდგომში საინვესტიციო ფაზაში გადასვლისთვის უფრო ნაკლები დრო დაგვჭირდება,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები