გორის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს

გორის მე-7 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“ მუცლის ტკივილითა და პირღებინებით გადაიყვანა.

ინტოქსიკაციის მიზეზად თავდაპირველად სკოლის ბუფეტში ნაყიდი საკვები დასახელდა, თუმცა შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საკვები სხვა ბავშვებმაც შეიძინეს, მაგრამ მათ მსგავსი პრობლემები არ შექმნიათ.

როგორც გორის რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნა, რომ ბავშვს ტოქსიკოზის ნიშნები აღენიშნებოდა, რის შემდეგაც სკოლის დირექტორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

” როგორც მე-7 საჯარო სკოლის დირექტორმა ჩემთან საუბარში განაცხადა, ბავშვს დაეწყო პირღებინა და მუცლის ტკივილი. პირადად სკოლის დირექტორი იყო ჩასული ბუფეტში და დღეს 100 ცალზე მეტი იგივე სახის საკვებია გაყიდული, რაც სავარაუდოდ სკოლის მოსწავლის მოწამვლის მიზეზად სახელდება. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ მართლაც საკვები პროდუქტი იყო უვარგისი და ინტოქსიკაციის გამომწვევი, მაშინ მოწამლულ სკოლის მოსწავლეთა რიცხვი არა ერთი, არამედ მეტი უნდა იყოს, რადგან დღის განმავლობაში იგივე პროდუქცია სხვა ბავშვებმაც მიირთვეს“- განაცხადა  ნანა ტერმაკოზაშვილმა.

დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანას“ ინფორმაციით,  პაციენტს აღენიშნებოდა მსუბუქი ინტოქსიკაცია და ბავშვმა სამედიცინო ცენტრი უკვე დატოვა.

​”პაციენტს აღენიშნებოდა სუსტი ინტოქსიკაცია, ასევე მსუბუქი პირღებინება. მას არ დასჭირვებია ინტრავენური გადასხმა და პაციენტმა სტაციონარი უკვე დატოვა” –  განაცხადა ცენტრ „იავნანას“ ექიმმა მარინე ფაცინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები