მარტვილის მე-2 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი ნაწილობრივ აღდგა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მე -2 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი ნაწილობრივ დღეს აღდგა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ირმა გაბისონიას განცხადებით, ბაღი მხოლოდ უფროს ასაკობრივ ჯგუფს მიიღებს.

“მივიღეთ ცნობა, რომ წყალი დაბინძურებულია, ასევე მიკრობიოლოგიური ელემენტები იქნა აღმოჩენილი ყველში, რომელსაც გვაწოდებდა კომპანია „ქართული პროდუქტი“. გვაქვს დავალება, რომ სრულად ამოიღონ ამ ყველის მთელი მარაგი. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, გაჩერებული ვიყავით დღემდე. თუმცა 5 წლიანთა ჯგუფში განვაახლეთ სასწავლო პროცესი, ოღონდ კვების გარეშე”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას“ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მარტვილის N2 ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით შეტყობინება 30 სექტემბერს შევიდა, რის შემდეგაც, სააგენტოს რეგიონული ინსპექტირების ჯგუფებმა ადგილზე არაგეგმური შემოწმება ჩაატარეს. აიღეს ლაბორატორიული სინჯებიც.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს მარტვილის რაიონულ საავადმყოფოსა და კლინიკა „მკურნალში“ ინტოქსიკაციის ნიშნებით მარტვილის მე-2 საბავშვო ბაღიდან სამიდან ხუთ წლამდე ასაკის 19 ბავშვი გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები