შალვა პაპუაშვილი – ადამიანის უფლებათა საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის გადადებული შეხვედრის შესახებ: იციან, როგორც კი სიმართლე შეეხება იმ დეზინფორმაციას და ცრუ ნარატივებს, რომლებსაც ბრიუსელი ასე რუდუნებით აკოწიწებს ხოლმე, იმ მომენტშივე ეს ნარატივი ჩამოიმსხვრევა

„იციან, როგორც კი სიმართლე შეეხება იმ დეზინფორმაციას და ცრუ ნარატივებს, რომლებსაც ბრიუსელი ასე რუდუნებით აკოწიწებს ხოლმე, იმ მომენტშივე ეს ნარატივი ჩამოიმსხვრევა,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადებული შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელმა იცის, რომ სიმართლეს ვერაფერს დაუყენებენ წინ.

„იციან, როგორც კი სიმართლე შეეხება იმ დეზინფორმაციას და ცრუ ნარატივებს, რომლებსაც ბრიუსელი ასე რუდუნებით აკოწიწებს ხოლმე, იმ მომენტშივე ეს ნარატივი ჩამოიმსხვრევა. იციან, რომ სუსტები არიან არგუმენტებში, იციან, რომ სიმართლეს ვერაფერს დაუყენებენ წინ. ეს არის რეალურად სუსტის გაქცევა დისკუსიისგან ვინაიდან იციან, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არ აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ბრიუსელმა ჩაშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები