ირაკლი ქადაგიშვილი – Fitch-ის რეიტინგზე: არსებობს კონკრეტული, ყველაზე დიდი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელოვან პროგრესს ყველა მიმართულებით

„არსებობს კონკრეტული, ყველაზე დიდი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელოვან პროგრესს ყველა მიმართულებით,“- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკით კიდევ უფრო გაძლიერდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

“არსებობს კონკრეტული კვლევები, კონკრეტული ყველაზე დიდი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები, ოფიციალური მონაცემები, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელოვან პროგრესს ყველა მიმართულებით. Fitch-ი არის მსოფლიოში ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი სარეიტინგო ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო მდგომარეობას ზომავს და აფასებს. ჩვენი სწორი პოლიტიკით, ამ გზას კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ,”- აცხადებს ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, Fitch-ი 2025 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5.6%-დან 7.3%-მდე აუმჯობესებს, ხოლო 2026 წლის პროგნოზს 5.2%-დან 5.3%-მდე ზრდის. ამასთან, სააგენტო ელის რომ 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები