ფესტივალი „საჩუქარი“ გამარჯვებული პროექტით „მარო“ (მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით) დაიხურა
ფესტივალი „საჩუქარი“ პრემიერით დაიხურა – ბიენალე კოლეჯის გამარჯვებული პროექტით – „მარო“ (მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით) ფიზიკური თეატრის კომპანია „ჰოი“.
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ინფორმაციით, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრისგან ფესტივალის ყველა თანამშრომელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ შენარჩუნებისა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
რეჟისორ ქეთი დოლიძეს ქართულ თეატრსა და კინოში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა მიხეილ თუმანიშვილის ჯილდო და სიკო დოლიძის სახელობის ჯილდო.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის სამინისტრო და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი.
ფოტოს ავტორი – ილია ბაბურაშვილი