ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა – ერთი კი დაშავდა

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ევაკუატორს შეეჯახა, მანქანა მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე 22 წლის ბიჭი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

დაშავებული პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები