შალვა პაპუაშვილი – „ფიჩის“ რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას

„ფიჩის“ რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთ გარე ძალას საქართველოს მიმართ მტრული პოლიტიკა აქვთ. გარედან თავდასხმები აყოვნებს განვითარების იმ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს.

„„ფიჩის“ რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ზოგადი პოლიტიკის წარმოებას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული. შემდგომ ეს უკვე ეკონომიკურ გარემოსაც ახალისებს. რეგიონში მიმდინარე ომისა და ქვეყანაზე თავდასხმების ფონზე, ასეთ წარმატებას რომ ვაღწევთ, ყველას შეუძლია, წარმოიდგინოს, რამდენად წინ ვიქნებოდით, თუკი არ გვექნებოდა თავდასხმები ბრიუსელიდან და სხვადასხვა ქალაქიდან. ზოგიერთ გარე ძალას საქართველოს მიმართ მტრული პოლიტიკა აქვთ. გარედან თავდასხმები აყოვნებს განვითარების იმ ტემპს, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საკრედიტო სააგენტო „ფიჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები