ლონდონში, „პალესტინის მოქმედების“ მხარდამჭერ აქციაზე ათობით ადამიანი დააკავეს
ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ცენტრში აკრძალული ჯგუფ „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად გამართულ მიტინგზე ათობით ადამიანი დააკავა.
მანამდე, დიდ ბრიტანეთში აკრძალული პროპალესტინისტური დაჯგუფების, „პალესტინის მოქმედების“ მხარდამჭერებმა, 25-27 ნოემბერს „პალესტინის მოქმედების“ აკრძალვის წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარზე სასამართლო სხდომამდე, ქვეყნის მასშტაბით 30 ქალაქში „თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის“ შესახებ განაცხადეს. საპროტესტო აქციები სამშაბათს დაიწყო.
აქციები გაიმართა ნოტინგემში, ლიდსში, გლოსტერში, კარდიფში, ნორთჰემპტონში, ტრუროში და სხვა ქალაქებში, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ყველა დაკავება ინგლისსა და უელსში მოხდა; შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიციას არცერთი აქტივისტი არ დაუკავებია.