„მარო“ – პრემიერა თუმანიშვილის თეატრში
30 ნოემბერს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის თეატრში პრემიერაა – ფესტივალის ახალგაზრდული ორწლიანი პროგრამის „ბიენალე კოლეჯის“ გამარჯვებული პროექტის „მაროს“ (მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით) წარმოდგენა გაიმართება.
პროექტის ავტორია ფიზიკური თეატრის კომპანია „ჰოი“.
რეჟისურა, ქორეოგრაფია, სცენოგრაფია, კოსტიუმების მხატვრობა – თათა თავდიშვილი, ტატო გელიაშვილი.
კომპოზიტორი – მიხეილ ზაქაიძე; ტექნიკური რეჟისორი – სოფო ორჯონიკიძე
მონაწილეობენ : მირიან კოხრეიძე, ლიზა ნიკვაშვილი, ნინო ნოზაძე, გიორგი ყიფშიძე, შაკო ჩალაგაშვილი,
ლუკა ჩიბუხაია.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით