აშშ-ში პარაშუტით ხტომისას 22 ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-ში, მისისიპის შტატში მდებარე სამხედრო ბაზა “შელბის ბანაკში” საჰაერო-სადესანტო სწავლების დროს 22 ჯარისკაცი დაშავდა.
ტელეკომპანია WDAM-ის ინფორმაციით, სამხედროები თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტებოდნენ, რა დროს ძლიერმა ქარმა ისინი სამიზნეს მოაშორა. რამდენიმე ჯარისკაცმა დაშვება ვერ შეძლო, რადგან პარაშუტები ხეებში გაიხლართნენ.
15 ჯარისკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, 7 ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.