1 აპრილი ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა
დღეს, 1 აპრილს, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა. – ინფორმაციას ომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,ზურაბ ქაფიანიძის შემოქმედება ქართული კინემატოგრაფის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს უკავშირდება. მის მიერ შესრულებულმა ათეულობით როლმა როგორც კინოში, ისე თეატრალურ სცენაზე, მსახიობს საყოველთაო აღიარება და პროფესიული ჯილდოები მოუტანა”, – წერია ინფორმაციაში.